შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ყაჭეიშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჩოხატაური. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1964 წელს, ასპირანტურა 1976 წელს. 1965-1969წწ. სამტრესტი, მეღვინე; 1970-1973წწ. საქართველოს დამზადების სამინისტრო, სახელმწიფო ინსპექტორი; 1974-1976წწ. კვების მრეწველობის საკავშირო დაუსწრებელი ინსტიტუტი, ასპირანტი; 1976-1977წწ. კვების მრეწველობის საკავშირო დაუსწრებელი ინსტიტუტი, უფროსი ინჟინერი; 1977-1980წწ. საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტრო, განყოფილების უფროსი; 1980-1986წწ. ალკოგოლური სასმელების ხარისხის სახელმწიფო ინსპექცია, ხელმძღვანელი; 1986-1991წწ. სახაგრომრეწვი, უფროსის პირველი მოადგილე; 1991-1997წწ. სახელმწიფო კონცერნი, პრეზიდენტი; 1996-1999წწ. ასოციაცია კონსერვი, პრეზიდენტი; 1999-2004წწ. შპს "ყაზბეგი", დირექტორის მოადგილე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, სარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. შპს "ყაზბეგი", გენდირექტორის მოადგილე; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.547 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |