The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ყაჭეიშვილი

თამაზ ყაჭეიშვილი
დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჩოხატაური.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1964 წელს, ასპირანტურა 1976 წელს.

1965-1969წწ. სამტრესტი, მეღვინე; 1970-1973წწ. საქართველოს დამზადების სამინისტრო, სახელმწიფო ინსპექტორი; 1974-1976წწ. კვების მრეწველობის საკავშირო დაუსწრებელი ინსტიტუტი, ასპირანტი; 1976-1977წწ. კვების მრეწველობის საკავშირო დაუსწრებელი ინსტიტუტი, უფროსი ინჟინერი; 1977-1980წწ. საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტრო, განყოფილების უფროსი; 1980-1986წწ. ალკოგოლური სასმელების ხარისხის სახელმწიფო ინსპექცია, ხელმძღვანელი; 1986-1991წწ. სახაგრომრეწვი, უფროსის პირველი მოადგილე; 1991-1997წწ. სახელმწიფო კონცერნი, პრეზიდენტი; 1996-1999წწ. ასოციაცია კონსერვი, პრეზიდენტი; 1999-2004წწ. შპს "ყაზბეგი", დირექტორის მოადგილე; 2004-2008წწ. საქართველოს  მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, სარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით2008-2012წწ. შპს "ყაზბეგი", გენდირექტორის მოადგილე; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიითტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.547

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2006-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიცია", წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტს ფრაქცია "მემარჯვენეები", წევრი (2007-2008)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2012-2013)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველები", წევრი (2013-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება" (2012-2013)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი

გააზიარე: