The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა შავგულიძე

შალვა შავგულიძე
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1980 წელს; ასპირანტურა 1985 წელს.

1974-1975წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლაბორანტი; 1976 წელს საბჭოთა კავშირის მუსფონდის საქართველოს განყოფილების მებაღე; 1976-1977წწ. სარემონტო-სამშენებლო სამმართველო, აღმრიცხველი; 1981 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლაბორანტი; 1981-1983წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ლაბორანტი; 1981-1985წწ. სოციოლოგიის კვლევითი ლაბორატორია, ლაბორანტი; 1988-1992წწ. ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ მუშაკი; 1992-1994წწ. საქართველოს პროკურატურა, პროკურორი; 2012-2016წწ. საქათველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №2 ვაკის საარჩევნო ოლქიდან; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 351

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", თანადამფუძნებელი (2009-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის", წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2014-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი , კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2012-2014)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2014-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები", წევრი (2014-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები", ფრაქციის მდივანი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2014)

გააზიარე: