შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ შავლოხაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1986 წელს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სპეციალობით სამართალმცოდნეობა 2003 წელს. 1986-1990წწ. თბილისის საავიაციო გაერთიანება, ინჟინერ ტექნოლოგი, კონსტრუქტორი; 1991-1994წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტის მარნეულის სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1991-2008წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში: 1994-1995წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის უფროსი; 1995-1996წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნარკომანიის სამმართველოს უფროსი; 1996-2000წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის ორგანიზებული დანაშაულის რეკეტისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის თანამშრომელი; 2000-2002წწ. დმანისის რაიონის პოლიციის უფროსი; 2002-2004წწ. თეთრიწყაროს რაიონის პოლიციის უფროსი; 2004-2005წწ. გარდაბნის რაიონის პოლიციის უფროსი; 2005-2006წწ. ქ. რუსთავის პოლიციის სამმართველოს უფროსი; 2006-2008წწ. ქვემო ქართლის კრიმინალური პოლიციის უფროსი; 2008 წელს წალკის რაიონის პოლიციის უფროსი; 2008-2012წწ. წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №25 წალკის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.352 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |