The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ შავლოხაშვილი

რევაზ შავლოხაშვილი
დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1964  (59 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1986 წელს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სპეციალობით სამართალმცოდნეობა 2003 წელს.

1986-1990წწ. თბილისის საავიაციო გაერთიანება, ინჟინერ ტექნოლოგი, კონსტრუქტორი; 1991-1994წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტის მარნეულის სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1991-2008წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში: 1994-1995წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის უფროსი; 1995-1996წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ნარკომანიის სამმართველოს უფროსი; 1996-2000წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის ორგანიზებული დანაშაულის რეკეტისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის თანამშრომელი; 2000-2002წწ. დმანისის რაიონის პოლიციის უფროსი; 2002-2004წწ. თეთრიწყაროს რაიონის პოლიციის უფროსი; 2004-2005წწ. გარდაბნის რაიონის პოლიციის უფროსი; 2005-2006წწ. ქ. რუსთავის პოლიციის სამმართველოს უფროსი; 2006-2008წწ. ქვემო ქართლის კრიმინალური პოლიციის უფროსი; 2008 წელს წალკის რაიონის პოლიციის უფროსი; 2008-2012წწ. წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №25 წალკის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.352

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი სფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორები", ფრაქციის მდივანი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2015-2916)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2012)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ღირსების ორდენი

გააზიარე: