The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა ჩიტაშვილი

ვაჟა ჩიტაშვილი
დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვალე.

დაამთავრა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფილიალი.

1982-1984წწ. სამხედრო სამსახური; 1984-1985წწ. სოფელ ვალეს მახარაძის სახელობის კოლმეურნეობის წევრი; 1985-2004წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; 2004-2008წწ. საქართველოს პროკურატურა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე, განყოფილების უფროსი; ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი (2008); სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი (2008); 2008-2012წწ. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №37 ახალციხის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ.369

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები", წევრი (2013-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (2012-2013)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - ღირსების ორდენი

გააზიარე: