The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ვარნაზიშვილი

დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს.

1987–1988წწ. ინტერნატურა გაიარა აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში. 1988–1989წწ. მუშაობდა კასპის რაიონულ საავადმყოფოში ექიმად; 1989–1990წწ. თეთრიწყაროს რაიონულ საავადმყოფოში ექიმად; 1994 წლიდან აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის მეანობა–გინეკოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელია. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ჰიპოგალაქტიის პროფილაქტიკა–მკურნალობას და რეპროდუქტოლოგიის საკითხებს. ექიმი მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიპოგალაქტიის მკურნალობა ჰელიუმ–ნეონური ლაზერის სხივით", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.101


გააზიარე: