The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ვასაძე

დავით ვასაძე
დაბადების თარიღი:18 მაისი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1974 წელს.

1975–1979წწ. იყო რკინიგზის პოლიკლინიკის ექიმი–გინეკოლოგი; 1979–1982წწ. ასპირანტურის კურსი დაასრულა მოსკოვის მეანობა–გინეკოლოგიის საკავშირო სამეცნიერო–კვლევით ცენტრში; 1983–1986წწ. მუშაობდა აკადემიკოს ფიფიას სახელობის რკინიგზის საავადმყოფოში ექიმ–გინეკოლოგად; 1986 წლიდან რკინიგზის სამშობიარო სახლის სამეანო განყოფილების გამგეა. ავტორია 5 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც გამოქვეყნებულია საკავშირო და რესპუბლიკურ სამეცნიერო ჟურნალებსა და სამეცნიერო ნაშრომთა კრებულებში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორსულობის თვითნებითი შეწყვეტის მკურნალობა და პროფილაქტიკა ქალებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ უშვილობის ენდოკრინული ფორმა", დაიცვა 1984 წელს მოსკოვში.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.102


გააზიარე: