Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როლანდ ვასაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1968 წელს. 1968–1971წწ. იყო ცელინოგრადის სამედიცინო ტექნიკუმის პედაგოგი; 1971–1974წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის ასპირანტი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა სნეულებათა მეორე კათედრის დოცენტია. ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბავშვთა გასტროენტეროლოგიას, ალერგოლოგიასა და აკუპუნქტურას. არის ჩინური და ტრადიციული მედიცინის კურსის ხელმძღვანელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბავშვებში პანკრეასის დაზიანების პათოგენეზის, კლინიკის და დიაგნოსტიკის ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1975 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბავშვთა ქრონიკული გასტროდუოდენატის რეფლექსოთერაპია", დაიცვა მოსკოვში 1991 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.102
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |