The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანტონ გლონისთავის ძე ჭყონდიდელ–მწიგნობართუხუცესი

დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:პოლიტიკოსი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ანტონ ჭყონდიდელ–მწიგნობართუხუცესი(გლონისთავის ძე) იყო XII-XIII საუკუნეების საქართველოს პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწე, ჭყონდიდელ–მწიგნობართუხუცესი(დაახლოებით 1179–1184 წლები). თამარის მეფობის პირველ წლებში(დაახლოებით 1185 წელი) ვაზირობა წაართვა მიქაელ კათალიკოსმა. მას ჰყავდა ორი ძმა, რომლებიც მოკლეს თამარის წინააღმდეგ ამბოხებულმა კახაბერისძეებმა. იგი ბერად შედგა დავითგარეჯის მონასტერში. მიქაელის სიკვდილის შემდეგ თამარმა კვლავ მიიწვია და ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესობის გარდა, სამთავნელობაც (სამთავისის ეპისკოპოსობა) მისცა. მონაწილეობდა შამქორის ბრძოლაში(1195). ზრუნავდა სამეფო მონასტრებზე (შიომღვიმე,  დავითგარეჯა, ვარძია,გელათი). თამარ მეფის 1195–1196 წლის სიგელიდან ვგებულობთ, რომ ანტონს სხალტბიდან შიომღვიმის მონასტერში წყალსადენი გაუყვანია. ვაჰანის მონასტრის წარწერა გვამცნობს, რომ ანტონს ამ მონასტრისათვის ზღუდე აუგია. ამის შემდეგ იგი წყაროებში აღარ იხსენიება.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.170


გააზიარე: