The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით IV (საქართველოს კათოლოკოს–პატრიარქი)

Legal name:ჭავჭავაძე დავით
Date of birth:14??
Date of death:14??
Category:Religious leader

Biography

საქართველოს კათოლოკოს–პატრიარქი(1443, 1447, 1459); მოიხსენიება 1447 წლის დეკემბერში მეფე გიორგი VIII–ის მიერ შედგენილ ქართლ–კახეთის საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში, სადაც მეფე ამტკიცებს ალექსანდრე I-ის მიერ სვეტიცხოვლისადმი ბოძებულ სიგელს, რომლის თანახმად სვეტიცხოვლის კუთვნილი მამულები კახეთსა და ქართლში თავისუფლდებოდა გადასახადებისაგან; დავით IV–ის  პატრიარქობის დროს მეფე გიორგი VIII–მ სვეტიცხოველს შესწირა ნიაბის ბოლოს მდებარე სოფელი გობნი და დაიწესა 6 აღაპი თავისთვის და თავის ძმის დიმიტრისათვის; 1454 წელს დავით IV–მ კულუხის გამოსაღების წიგნი გადასცა და საწყაოს ოდენობა განუსაზღვრა ჯვარში მცხოვრებ მეკულუხეებს; მისი ზეობის დროს დაიწყო ერთიანი საქართველოს რღვევის პროცესი, რასაც თან დაერთო საეკლესიო სეპარატიზმი; კუმურდოელი მღვდელმთავრის იოანესა და ანჩელი არქიმანდრიტის ქერობინის დავით IV–სადმი ფიცის წიგნებიდან ირკვევა, რომ მაწყვერელი და სამცხის სხვა ეპისკოპოსები კათოლიკოსისგან  "უჯუარო და შეუნდობელნი იყუნეს საფარის თავზედა" და ისინი მომავალში მცხეთის საყდრისადმი ერთგულების ფიცს სდებენ; პატრიარქის მტკიცე პოზიციამ აგრეთვე უკან დაახევინა ვარძიელ და საფარელ ბერებს, რომლებიც ბერძნული ეკლესიის მღვდელმთავრების წაქეზებით, ლოცვებში პატრიარქებს აღარ მოიხსენიებდნენ, თუმცა საბოლოოდ, ისევ მცხეთის საყდრის წიაღს დაუბრუნდნენ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.267


Share: