The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგი წერეთელი

გიგი წერეთელი
ოფიციალური სახელი:გიორგი წერეთელი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1964  (60 წლის)
კატეგორია:ექიმი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1986 წელს.

1986-1987წწ. რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, ინტერნი; 1987-1989წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტი, ორდინატურა; 1989-1995წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტი, ნევროლოგი; 1995-1998წწ. თბილისის მერია, მუნიციპალიტეტის პრემიერის მოადგილე, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე,  ვაკის გამგეობის თავმჯდომარე, დეპარტამენტის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი; 1998-1999წწ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "თბილისის" თავმჯდომარე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა დაცვის მინისტრი (2004); 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ბურჯანაძე - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქიდან; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.  2017 წელს გახდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2018 წლიდან გახდა არჩეული პრეზიდენტი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.387

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პარტია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე (2017-)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტიე, კომიტეტის თავმჯდომარე (2004-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2012-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო", ფრაქციის თავმჯდომარე (2017-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", ფრაქციის თავმჯდომარე (2017-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი , წევრი (2017-2020)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

გააზიარე: