The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით V

დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:11??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

საქართველოს მეფე (1155), დემეტრე I-ის უფროსი ძე; უფლისწულობაში დიდებულ აზნაურთა ერთი ჯგუფის მხარდაჭერით შეთქმულება მოაწყო დემეტრე I-ის წინააღმდეგ, რომელსაც უმცროსი ვაჟის გიორგის გამეფება სურდა; თავდაპირველად დავითის ცდა მარცხით დამთავრდა, მაგრამ ბოლოს მაინც მიაღწია საწადელს; დემეტრე I იძულებული გახდა ბერად შემდგარიყო; ექვსი თვის მეფობის შემდეგ დავით V გარდაიცვალა და ტახტზე კვლავ დემეტრე I ავიდა, რომელმაც ტახტის მემკვიდრე გიორგი (შემდგომ გიორგი III) თანამოსაყდრედ დაისვა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.267


გააზიარე: