შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირიან წიკლაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცდო, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს. 1986-1990წწ. ყაზბეგის რაიონის საავადმყოფოს ექიმი ნევროლოგი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ყაზბეგის №50 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1993-2000წწ. ყაზბეგის რაიონის საავადმყოფოს ნევროლოგი; 2000-2007წწ. მედია-კლაბ ჯორჯიას ექიმი; 2007-2012წწ. აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახ. კლინიკის ექიმი ნევროლოგი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ყაზბეგის №50 საარჩევნო ოლქიდან; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.389 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |