The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით V (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

დაბადების თარიღი:14??
გარდაცვ. თარიღი:14??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1466-1479); გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს ბოლო კათოლიკოს–პატრიაქი; იბრძოდა ეკლესიური ერთიანობის შენარჩუნებისა და მცხეთის საპატრიარქო მფლობელობის აღდგენისათვის; მისი კათოლკისობის დროს ბაგრატ მეფემ შესწირა სვეტიცხოველს სოფელ დიღომში მცხოვრები გლეხები თავიანთი მამულებით, კახეთის მეფე ალექსანდრემ კი 1479 წელს ვეჟინისპირა სოფლები (ახალშენი და თორღიანი), ხოლო დავით ქაჩიბაძემ განუახლა სვეტიცხოველს სოფელი ყორანთის 1428 წლის შეწირულობა; დავით V–ის პატრიარქობის დროს საქრთველოში მყოფმა ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქმა მიქაელმა აფხაზეთის(დასავ. საქართველოს) კათოლიკოსად აკურთხა ცაიშელ–ბედიიელი მთავარეპისკოპოსი იოაკიმე და შექმნა ეგრეთ წოდებული "ცნებაი სასჯულოი", რაც ხელს უწყობდა პოლიტიკურად დაშლილი საქართველოს ეკლესიურ გათიშვასაც; საეკლესიო სეპარატიზმმა, როგორც ჩანს თავი იჩინა კახეთშიც, ვინაიდან პატრიარქს ერთგულების წიგნს აძლევენ ალავერდელი ეპისკოპოსი გაბრიელი და სხვა უცნობი პირები, რომლებიც პირობას დებენ, რომ არ უორგულებენ მას და არც სხვა ბერსა თუ მონაზონს ინდომებენ კათოლიკოსად.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.267


გააზიარე: