Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით V (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
Biographyსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1466-1479); გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს ბოლო კათოლიკოს–პატრიაქი; იბრძოდა ეკლესიური ერთიანობის შენარჩუნებისა და მცხეთის საპატრიარქო მფლობელობის აღდგენისათვის; მისი კათოლკისობის დროს ბაგრატ მეფემ შესწირა სვეტიცხოველს სოფელ დიღომში მცხოვრები გლეხები თავიანთი მამულებით, კახეთის მეფე ალექსანდრემ კი 1479 წელს ვეჟინისპირა სოფლები (ახალშენი და თორღიანი), ხოლო დავით ქაჩიბაძემ განუახლა სვეტიცხოველს სოფელი ყორანთის 1428 წლის შეწირულობა; დავით V–ის პატრიარქობის დროს საქრთველოში მყოფმა ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქმა მიქაელმა აფხაზეთის(დასავ. საქართველოს) კათოლიკოსად აკურთხა ცაიშელ–ბედიიელი მთავარეპისკოპოსი იოაკიმე და შექმნა ეგრეთ წოდებული "ცნებაი სასჯულოი", რაც ხელს უწყობდა პოლიტიკურად დაშლილი საქართველოს ეკლესიურ გათიშვასაც; საეკლესიო სეპარატიზმმა, როგორც ჩანს თავი იჩინა კახეთშიც, ვინაიდან პატრიარქს ერთგულების წიგნს აძლევენ ალავერდელი ეპისკოპოსი გაბრიელი და სხვა უცნობი პირები, რომლებიც პირობას დებენ, რომ არ უორგულებენ მას და არც სხვა ბერსა თუ მონაზონს ინდომებენ კათოლიკოსად. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.267
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |