The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ჭკუასელი

თეიმურაზ ჭკუასელი
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:მომღერალი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს.

1976-1979წწ. ხალხური მუსიკისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი; 1980-1992წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რედაქტორი, განყოფილების გამგე, მთავარი რედაქტორი; 1986 წლიდან ანსამბლ "ქართული ხმების" დამფუძნებელი და სოლისტი; 1994-2003წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მრჩეველი; საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქიდან; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.399; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.391

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2015-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2015-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება" , წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2017-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2020)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული კულტურის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში, კულტურულ - საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი დიდი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია

გააზიარე: