შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასო არაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. 1902 წელს გადაასახლეს, საიდანაც გაიქცა მოსკოვში, სადაც მებრძოლთა რაზმი შეკრიბა, რომელიც აქტიურად იბრძოდა 1905 წლის რევოლუციის დროს. ამ დროს დაუახლოვდა ცნობილ რუს მომღერალს თეოდორე შალიაპინს. 1908 წლიდან მუშაობდა თბილისის, ქუთაისის, სოხუმის, ბათუმის, ჭიათურისა და ბაქოს ქართულ თეატრებში. ასრულებდა სახასიათო და დრამატულ როლებს. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: დარისპანი(დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), ჯიბო(შ. დადიანის "გუშინდელნი"), გოგია დიაკვანი(დ. ერისთავის "სამშობლო"), მოხუცი მოორი(ფ. შილერის "ყაჩაღები"). 1916 წლიდან იღებდნენ კინოში: დათია("ქრისტინე", 1916), ონისე("მამის მკვლელი", 1923), კორძაია("ნათელა", 1926), ბელას მამა("ბელა",1927), ჰასანი("ჰასანი", 1932), მიხო("უდაბნო, 1932), მჭედელა("უკანასკნელი ჯვაროსნები", 1934), ხეცია("ნარინჯის ველი", 1937), მღვდელი("აკაკის აკვანი", 1947), ყრუ თავადი("ქეთო და კოტე", 1948). 1937 წელს იყო რეპრესირებული, შემდგომ რეაბილიტირებული. რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.178; ქართული ფილმოგრაფიის ვებ-გვერდი: geocinema.ge ; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 524
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |