შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ხაბარელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძლევისჯვარი, ქარელის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი 1982 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1987 წელს. 1987-1991წწ. - საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, მთავარი მწვრთნელი; 1991-1994წწ. - უნივერსიტეტი "ლეგია და კომპანია", პრორექტორი; 1997-2009წწ. - საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, მთავარი მწვრთნელი; 2009 წლიდან - საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი; 2012-2016წწ. - საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №4 კრწანისის საარჩევნო ოლქიდან. 2016-2020წწ. - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №13 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. 2020-2024წწ. - საქარველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1983), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1979, 1983), ევროპის ჩემპიონატების ორგზის მეორე (1979, 1982) და ორგზის მესამე (1981, 1983) პრიზიორი პირად პირველობაში, სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი (1983), საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1987-91 და 1997-2009). მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები სამჯერ ევროპის და ორჯერ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი გახდა. 2002, 2003, 2006 და 2008 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო მწვრთნელად. სპორტის სახეობა: ძიუდო. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.400; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი: geonoc.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.200 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |