The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ხაბარელი

შოთა ხაბარელი
Date of birth:26 December, 1958  (65 years)
Category:Lawyer, Sports Coach, Politician, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ძლევისჯვარი, ქარელის რაიონი. 

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტი 1982 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1987 წელს.

1987-1991წწ. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, მთავარი მწვრთნელი; 1991-1994წწ. უნივერსიტეტი "ლეგია და კომპანია", პრორექტორი; 1997-2009წწ. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, მთავარი მწვრთნელი; 2009 წლიდან საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №4 კრწანისის საარჩევნო ოლქიდან; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი  №13 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2020 წლიდან საქარველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1983), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1979, 1983), ევროპის ჩემპიონატების ორგზის მეორე (1979, 1982) და ორგზის მესამე (1981, 1983) პრიზიორი პირად პირველობაში, სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი (1983),  საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1987-91 და 1997-2009). მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები სამჯერ ევროპის და ორჯერ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი გახდა. 2002, 2003, 2006 და 2008 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო მწვრთნელად. სპორტის სახეობა: ძიუდო.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.400; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი: geonoc.org.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.200

Member of Organizations

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2017-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი , კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2020)

Awards and Honors

  • 2006 - ღირსების ორდენი
  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 2000 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1985 - სსრკ ჩემპიონი
  • 1982 - სსრკ ჩემპიონი
  • 1981 - საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში
  • 1980 - XXII ოლიმპიური თამაშები (ჩემპიონი, მოსკოვი)
  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
  • სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

Share: