შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როსტომ ხალვაში![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი სუბტროპიკული მეურნეობის სწავლული აგრონომის კვალიფიკაციით 1982 წელს. 1982-1987წწ. სოფელ ჩაისუბნის კოლმეურნეობა, ბრიგადირი; 1987-1993წწ. სოფელ ჩაისუბნის კოლმეურნეობის მთავარი აგრონომი; 1994-1997წწ. აჭარის თევზჭერისა და თევზის გადამუშავების საწარმოო გაერთიანება, ბრიგადირი; 1999-2005წწ. შპს "სალიბაური", დირექტორი; 2007-2012წწ. კემპის უფროსი, შპს "კომპანია ბლექ სი გრუპი"; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.403 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |