The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოგა ხაჩიძე

გოგა ხაჩიძე
Legal name:გიორგი ხაჩიძე
Date of birth:9 February, 1974  (50 years)
Category:Biologist, Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტები 1997 წელს.

1994-2002წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ და მეორე არხებზე, ასევე ტელეკომპანიებში: იბერვიზია, რუსთავი-2, 202, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში, რადიო 105-ში, რადიო რეზონანსში, გაზეთ რეზონანსში. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში იყო ჯგუფ "სახის" წევრი; 2003-2004წწ. ხაშურის რაიონის გამგებლის მოადგილე; 2004წ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2005წწ. საქართველოს ადმინისტრაციულ- ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული; 2005-2008წწ. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი; 2008-2012წწ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ.405

Member of Organizations

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი (2003-2015)
  • პოლიტიკური გაერთიანება "ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი", წევრი, თანადამფუძნებელი (2015-)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი, წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2015-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2015)

Share: