Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლამარა ვაშაკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1974 წელს. 1974–1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფთიზიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1976–1980წწ. ტუპერკულიოზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დიაგნოსტიკური განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1980–1992წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფთიზიატრიის და პულმონოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1992–1994წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1994 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგე. ავტორია 57 სამეცნიერო ნაშრომის; ეკუთვნის ორი რაციონალიზატორული წინადადება, ორი მეთოდური რეკომენდაცია. პროფესორ ზურაბ კალანდაძის მეუღლე და პოლიტიკოს ნინო კალანდაძის დედა. ექიმი პულმონოლოგ–ფთიზიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფილტვის ქრონიკული დესტრუქციული ტუპერკულიოზის მკურნალობის ეფექტურობა ბაქტერიაგამოყოფის მასიურობის დინამიკის მიხედვით", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სასუნთქი სისტემების არასპეციფიკური ანთებითი დაავადებები ფილტვის ტუპერკულოზის ქრონიკული ფორმებისა და მეტატუბერკულოზური ცვლილებების მქონე პირებში", 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.103 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |