შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ვაშაკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს. 1980–1982წწ. იყო ფთიზიატრიის და პულმონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თორაკალური ქირურგიის განყოფილების კლინიკური ორდინატორი; 1982–1987წწ. ექიმი–ორდინატორი; 1988 წლიდან ხელმძღვანელობს აღნიშნულ განყოფილებას. ავტორია 37 სამეცნიერო ნაშრომის ქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. არის თორაკალური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროსტაგლანდინ–ციკლური ნუკლეოტიდების სისტემის კლინიკო–დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ფილტვებზე ქირურგიული ჩარევების დროს", დაიცვა 1987 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მეტაბოლური მარეგულირებელი სისტემების თავისებურებანი და მათი კორექციის მეთოდები ფილტვებზე ქირურგიული ჩარევების დროს", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.103 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |