Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თინათინ ვაწაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. 1946–1950წწ. იყო კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1950–1963წწ. ფუნქციური დიაგნოსტიკისკაბინეტის გამგე; 1963–1980წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1980–1985წწ. ჰემოდინამიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1985–1995წწ. ფუნქციური კვლევის განყოფილების გამგე. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომის, ექვსი მეთოდური რეკომენდაციის, ერთი რაციონალიზატორული წინადადების და ერთი დიპლომირებული გამოგონებისა. მისი ხელმძღვანელობით შესრულებული და დაცულია 9 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია, 30 საკანდიდატო დისერტაცია და 5 სადოქტორო დისერტაციის ფრაგმენტი. აქვს ხელნაწერი მონოგრაფია: "სისხლის მიმოქცევის დინამიკა და მისი შესწავლის მეთოდები". ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უმაღლესი ნერვული მოქმედების გავლენა ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის მიმდინარეობაზე", დაიცვა 1962 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "სისხლის მიმოქცევის დინამიკა ჰიპერტონული დაავადების პროგრესირების დროს", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.103 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |