Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ანჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედივინო ინსტიტუტი 1943 წელს. 1943–1946წწ. იყო ბათუმის სანეპისადგურის მთავარი ექიმი. 1946 წლიდან მუშაობდა მოსკოვის სხვადასხვა სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებში. 1963–1965წწ. იყო სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ბაქტერიული და ვირუსული პრეპარატების წარმოების მთავარი სამმართველოს უფროსი. იგი იყო მოსკოვის ვირუსული პრეპარატების სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ერთ–ერთი დამაარსებელი და დირექტორი 1953–1963 წლებში და 1965 წლიდან. 1976–1990წწ. იყო რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ჰიგიენის, ეპიდემიოლოგიის და მიკრობიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს–მდივანი. იგი შეისწავლიდა ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტს და პოლიომელიტის, ცოფის, ენცეფალიტის, წითელას, ყვავილისა და სხვა ინფექციურ დაავადებათა საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების მეცნიერულ საფუძვლებს, იკვლევდა ვირუსული ინფექციის ქრონიკული ფორმების ჩამოყალიბების უჯრედოვან მექანიზმს, ადამიანის ლევკოზის ვირუსულ ეტიოლოგიას და კანცეროგენეზის მექანიზმს. იყო ჟურნალ "Acta virusologica"-ს მთავარი რედაქტორის მოადგილე და ჟურნალ "Вопросы вирусологии"–ის მთავარი რედაქტორი 1990 წლიდან. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967), ვირუსოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.174 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |