The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ხუბულური

თენგიზ ხუბულური
დაბადების თარიღი:28 მაისი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:იურისტი, მწვრთნელი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1991 წელს.

1986-1991წწ. გორის პურპროდუქტების წარმოების უფროსის მოადგილე; 1991-1993წწ. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი გორის №42 საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 412

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2013-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი , წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2017-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველები", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2020)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
  • 1982 - სსრკ ჩემპიონი
  • 1981 - მსოფლიო ჩემპიონი
  • 1981 - ევროპის მეორე პრიზიორი
  • 1980 - XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მეორე პრიზიორი (მოსკოვი)
  • 1979 - ევროპის ჩემპიონი
  • 1979 - მსოფლიო ჩემპიონი
  • 1979 - სსრკ ჩემპიონი
  • 1979 - საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი
  • 1979 - სსრკ ხალხთა სპარტაკიადა, აბსოლუტური ჩემპიონი
  • 1978 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1977 - ევროპის ჩემპიონი
  • 1976 - ევროპის ჩემპიონი

გააზიარე: