შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ხუნდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა თბილისის სამედიცინო აკადემია პედიატრის სპეციალობით 1996 წელს. 1985-1987წწ. - ქ. მცხეთის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული მიმღების სანიტარი; 1987-1989წწ. - სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1996-2001წწ. - სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის კათედრის ასპირანტი; 2001-2012წწ. - ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ორდინატორი. 2012-2016წწ. - საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №27 მცხეთის საარჩევნო ოლქიდან. 2016-2020წწ. - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №37 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. 2020-2024წწ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: დელეგატი. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.412 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |