The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
Date of birth:1 January, 1976  (48 years)
Category:Medical Doctor, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი "მომავლის ექიმი" სპეციალობით ზოგადი პროფილის ექიმი 1999 წელს; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი სახელმწიფო მმართველობის სპეციალობით 2005 წელს; ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა სპეციალობით მაგისტრის სერთიფიკატი პროექტის მართვაში 2010 წელს.

1998-2000წწ. საქსტანდარტის კოორდინატორის თანაშემწე; 2000-2002წწ. ჟურნალისტთა საერთაშორისი ცენტრის დირექტორის მოადგილე; 2002-2003წწ. საქართველოში ეუთოს მისიის სასწავლო პროგრამების ასისტენტი; 2003-2006წწ. საქართველოში ეუთოს მისიის სასწავლო პროგრამების ოფიცერი; 2005-2011წწ. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი; 2006-2008წწ. გაეროს მოსახლეობის ფონდის სამხრეთ კავკასიის პროექტის რეგიონული კოორდინატორი; 2006-2011წწ. EC/SPAMGO პროექტის მართვის კონსულტანტი; 2008-2010წწ. შპს აბგ პროფსერვის გრუპის აღმასრულებელი დირექტორი; 2010-2011წწ. USAID-ის პროექტის "აივ პრევენცია საქართველოში" ტექნიკური ექსპერტი; 2010-2012წწ. ჟურნალ "ტაბულას" კოლუმნისტი; 2011 წლიდან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო "გირჩის" კანდიდატი, მან არჩევნებში 36 034 (2,26%) ხმა მიიღო. 2018 წლის 8 ოქტომბრიდან მისი ოფიციალური სახელია ზურაბ გირჩი ჯაფარიძე; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გირჩი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.421

Member of Organizations

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი (2012-2015)
  • პარტია "ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი", ერთერთი დამფუძნებელი, ლიდერი (2016-2020)
  • პარტია "მეტი თავისუფლება - გირჩი", დამფუძნებელი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი", წევრი (2021-)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო უმცირესობა, მდივანი (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2012-2015)

Share: