შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მინდია არაბული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გველეთი, დუშეთის რაიონი. დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტი 1961 წელს. 1962 წლიდან მუშაობდა გამომცემლობის სახელმწიფო კომიტეტში. 1970 წლიდან იყო გამომცემლობა "ნაკადულის" განყოფილების გამგე. არის რამდენიმე კრებულის ავტორი: "საარაგვო"(1967), "პირიმზე"(1968), "ლურჯი სანახები"(1970), "გარდასული ფერები"(1973), "თბილი ხელები"(1975), "ჩემი დღეები"(1977), "გზებზე"(1978), "მამულთა ქვიშანი"(1980), "რწმენის ზარი"(1981), "მორბის არაგვი"(1983), "მამულის ნიშები"(1984), "მოთხრობები"(1986), "დავიწყებული ზღაპარი"(1987). ეწევა მთარგმნელობით მოღვაწეობას. 1975 წელს ცალკე წიგნად გამოსცა ივანე თარბას ლექსების კრებული "სიმღერიდან სიმღერამდე". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.179 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |