The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ არაბიძე

ვასილ არაბიძე
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1932
გარდაცვ. თარიღი:6 თებერვალი, 2000  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1953 წელს.

1959 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. იმავე წლიდან იყო კონცერნ "ქართული ფილმის" მხატვარი. მხატვრულად გაფორმებული აქვს შემდეგი ფილმები: "მიხა"(1964), "მაცი ხვიტია"(1965), "ბზიანეთი"(1969), "გზა მშვიდობისა, ჯაყო"(1972), "ანარეკლი"(1974), "ძაღლი"(1974), "დილის ნისლივით"(1976), "თვალი პატიოსანი"(1976), "ღამის ილუზია"(1985), "ხარება და გოგია"(1987). გადაღებულია ფილმებში: "ავტოპორტრეტი"(1987), "ქალაქის მიღმა"("ღამის ილუზია", 1985). მუშაობდა დაზგურ ფერწერაში. ფერმწერი, კინოს მხატვარი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.178; ეროვნული ფილმოგრაფიის ვებ-გვერდი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: