The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერი ანჯაფარიძე

მერი ანჯაფარიძე
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1904
გარდაცვ. თარიღი:13 ივლისი, 1980  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუნცევოს სასაფლაო, მოსკოვი (რუსეთი)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1928 წელს.

რეჟისორის ასისტენტად იმუშავა ფილმებზე: "დიადი განთიადი"(1938), "გიორგი სააკაძე"(1942–1943). მუშაობდა "მოსფილმში" რეჟისორად. გადაღებული აქვს შემდეგი ფილმები: მ. ჭიაურელთან–"ფიცი"(1946), "ბერლინის დაცემა"(1949), "დაუვიწყარი 1919 წელი"(1952).  ვ. სტროევასთან–"ბორის გოდუნოვი"(1955), ს. იუტკევიჩთან–"ალბანეთის დიდი მეომარი სკანდერბეგი"(1953). გ. როშალთან–ა. ტოლსტოის რომანის "გზანი წამებისანი", "დები"(1957), "თვრამეტი წელი"(1958), "მოღუშული დილა"(1959). დამოუკიდებლად გადაიღო მხატვრული ფილმები: "ანიუტა"(ა. ჩეხოვის მოთხრობის მიხედვით), "გზაზე" და სხვ. მასვე ეკუთვნის სატირულ–იუმორისტული კინოჟურნალის "ფიტილის" რამდენიმე სიუჟეტის დადგმა. კინორეჟისორი. კინორეჟისორ გიორგი დანელიას დედა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.178

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1954 - რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1950 - სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: