| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ანჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1926 წელს. 1926-1930წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის კლინიკის ექიმი; 1939–1949წწ. თბილისის გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების გამგე; 1954–1968წწ. ხელმძღვანელობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის თერაპიის II კათედრას; წლების განმავლობაში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული და სანჰიგიენური ფაკულტეტების დოცენტი; ერთდროულად მუშაობდა რამდენიმე ადგილას: ავჭალის შრომა-გასწორების დაწესებულებაში, ვენეროლოგიისა და დერმატოლოგიის ინსტიტუტში, ჩხარის საავადმყოფოში, მეოთხე გაერთიანებულ დისპანსერში, შინსახკომის პოლიკლინიკაში, სისხლის გადასხმის ინსტიტუტში; კლინიკური ჰემატოლოგიის ფუძემდებელი და ენდოკრინოლოგიური კლინიკის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში; არის 80-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აქტიურად მონაწილეობდა კონფერენციებში, ყრილობებში. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1938), დოცენტი (1941). ავტორია სახელმძღვანელოსი "შინაგანი სნეულებანი", (1961, თანაავტორებთან ერთად). ექიმი-თერაპევტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.174; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ. 688-689; ლევან ანჯაფარიძე - კაცი, რომელმაც მედიცინა ხელოვნებად აქცია / ხუტა პაჭკორია ; ესაუბრა მარი აშუღაშვილი // ავერსი : შემეცნებით-გასართობი სამედიცინო ჟურნალი.-თბილისი, 2019.-N 9 (170).-გვ.60-64 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

