შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა მესტია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით, წარმოების ეკონომიკა და მართვა 1992 წელს. 1994-1999წწ. - მარნეულის კოოპერატიული მრეწველობის კომბინატი; 1995-1999წწ. - მარნეულის პურ-პროდუქტების კომბინატის დირექტორი; 1999-2000წწ. - მარნეულის ელექტროქსელი, დირექტორი; 2000-2002წწ. - სს ქვემოქართლის ენერგო კომპანია, სამეთვალყურო საბჭოში სახელმწიფო წარმომადგენელი; 2002-2004წწ. - საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, სამეთვალყურეო სამჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2004-2008წწ. - საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №47 მესტიის საარჩევნო ოლქიდან. 2010-2012წწ. მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. 2012-2016წწ. - საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №47 მესტიის საარჩევნო ოლქიდან. 2016-2020წწ. - საქართველოს მე-9 მოწვევის პრლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020-2024წწ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამნტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.421 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |