შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ონი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამატული თეატრისა და კინოს მსახიობის კვალიფიკაციით 1982 წელს. 1972-1973წწ. საქგეოლოგიის გეოლოგიური პარტია, მუშა; 1976-1977წწ. საქტონელმშენი, მუშა;1977-1978წწ. ონის კულტურის განყოფილების მოძრავი კლუბის გამგე; 1982-1987წწ. თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი, მსახიობი; 1987 წლიდან სანდრო ახმეტელის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი, მსახიობი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №43 ონის საარჩევნო ოლქიდან. გადაღებულია ფილმებში: "ზოგი ჭირი მარგებელია" (ჩალხია), "ხარება და გოგია" (ჩორტივოზნაეტ), "სვანი" (ჩოფე, კაბუს ძმა), "მაიტა ნასოსი", "გალობის რაინდები". თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; ახმეტელის თეატრი: akhmetelitheatre.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |