შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო ჯაჭვლიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა მესტია. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტი 1978 წელს; შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი ტელერეჟისორის კვალიფიკაციით 1995 წელს. 1975-1991წწ. სს "ქართული ფილმი", მსახიობი; 1991-2006წწ. საქართველოს კინოკორპორაცია, მსახიობი; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №10 გლდანის საარჩევნო ოლქიდან; იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში; გადაღებულია ფილმებში: "ნატვრის ხე", "ამაღლება", "ძმა", "სიბრძნის კარავი", "სამი ალიყური", "თეთრი ბაირაღები", "უძინართა მზე", "სვანი", "მაიტა ნასოსი" და სხვა; არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა: "ჩემი პირველი სიყვარული", "მანიაკები? ფანატიკები?", "სვანი", "მაიტა ნასოსი". რეჟისორი, სცენარის ავტორი, ფილმების პროდიუსერი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.424 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |