შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა აბაკელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1971-1979 წწ. ქ. თბილისის პარტიული ორგანიზაციების მუშაკი; 1980-1990 წწ. მუშაობდა თბილისის ნაძალადევის რაიონის სახალხო მოსამართლედ, მარტვილის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ, საქართველოს კპ მარტვილის რაიკომის მდივნად; 1990-1991 წწ. იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარე; 1990-1991 წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, მაჟორიტარი, №65 მარტვილის საარჩევნო ოლქიდან; 1991-1992 წწ. საქართველოს გენერალური პროკურორი. ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე. იუსტიციის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 54 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |