შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ვაჭარაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. 1965–1968წწ. იყო ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ცელინოგრადის პირველი საავადმყოფოს ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა განყოფილების ორდინატორი; 1968–1971წწ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის და 1971–1988წწ. მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტის ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1989–1991წწ. ზესტაფონის საავადმყოფოს ოტოლარინგოლოგი; 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა კათედრის დიცენტი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომის. ოტოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ყურის ანგიომების დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა"б დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.104 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |