The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ვაჭარაძე

დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1940  (83 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

1965–1968წწ. იყო ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. ცელინოგრადის პირველი საავადმყოფოს ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა განყოფილების ორდინატორი; 1968–1971წწ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის და 1971–1988წწ. მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტის ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1989–1991წწ. ზესტაფონის საავადმყოფოს ოტოლარინგოლოგი; 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა კათედრის დიცენტი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომის. ოტოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ყურის ანგიომების დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა"б დაიცვა 1971 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.104

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის ოტოლარინგოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: