The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზია იაშვილი

მზია იაშვილი
დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:1998  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტი 1955 წელს (თეორიულ–საკომპოზიციო); ასპირანტურა 1959 წელს.

1955 წლიდან თანამშრომლობდა რესპუბლიკის პერიოდულ ბეჭვდურ გამოცემასთან; 1959–1962 წლებში იყო ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სასწავლო ნაწილის გამგე, 1962 წლიდან პედაგოგი, 1965 წლიდან კი უფროსი პედაგოგი, 1984 წლიდან მუსიკის ისტორიის კათედრის დოცენტია. 1960–1975 წლებში ა.  პუშკინის სახ. თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი პედაგოგია. 1975–1980 წლებში გამომცემლობა "ხელოვნებაში" მუსიკალური განყოფილების რედაქტორია. ავტორია წიგნებისა და მონოგრაფიული ნარკვევებისა: წიგნები, ბროშურები, ნაშრომები კრებულებად, სტატიები პერიოდულ გამოცემებში, ჟურნალებში.

 წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 180; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.96

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1961-1991)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: