შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მზია იაშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1955 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო). 1955 წლიდან თანამშრომლობდა რესპუბლიკის პერიოდულ ბეჭვდურ გამოცემასთან; 1959–1962წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სასწავლო ნაწილის გამგე, 1962 წლიდან პედაგოგი, 1965 წლიდან უფროსი პედაგოგი, 1984 წლიდან მუსიკის ისტორიის კათედრის დოცენტი; 1960–1975წწ. ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი პედაგოგი; 1975–1980წწ. გამომცემლობა "ხელოვნება" მუსიკალური რედაქციის გამგე; დაწერილი აქვს: წიგნები, ბროშურები, ნაშრომები კრებულებად, სტატიები პერიოდულ გამოცემებში, ჟურნალებში. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 180 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |