შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა ქავთარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო). 1973–1977წწ. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მუსიკალური რედაქტორი; 1975–1976წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამმართველოს ლექტორი–მუსიკათმცოდნე; 1978 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის თეორიის კათედრის და კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტალური მუსიკალური სკოლის პედაგოგი; 1985-2005წწ. კონსერვატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2001 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის გამგე, სრული პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი(1999); "ღია საზოგადოება-საქართველოს" და განათლების სამინისტროს მუსიკის ექსპერტი; კონსერვატორიის სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის მთავარი რედაქტორი; არის პიანისტთა თბილისის საერთაშორისო (I, II, III) და საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსების (I, II, III) პრესმდივანი და პრესსამსახურის ხელმძღვანელი; რამოდენიმე სამეცნიერო კრებულის, წიგნის რედაქტორი, რედკოლეგიის წევრი და მრავალი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე და ორგანიზატორი; მისი სამეცნიერო ინტერესები დაკავშირებულია ძველი და ახალი ქართული მუსიკის, საოპერო სინთეზის, კულტურათაშორისი ურთიერთობის, მულტიკულტურულობის პრობლემებთან; ის ავტორია მრავალი წერილისა და ნარკვევის, 50-მდე სამეცნიერო სტატიის, მათ შორისაა 2001–2005წწ. გამოქვეყნებული. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 184; http://tsc.edu.ge/ ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |