შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა ქავთარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1960 წელს (თეორიულ–საკომპოზიციო). 1960 წლიდან ასწავლიდა მუსიკის ისტორიას თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში; 1961–1965წწ. ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" მუსიკალური განყოფილების გამგე; 1984 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის უფროსი მეცნიერ მუშაკი. დაწერილი აქვს წიგნები, ბროშურები, ნაშრომები კრებულებად, სტატიები და რეცენზიები პერიოდულ გამოცემებში. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ვაჟა–ფშაველას ეპოსის გავლენა ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებაზე", დაიცვა 1982 წელს. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ.186; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.58 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |