The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ქავთარაძე

ნანა ქავთარაძე
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1960 წელს (თეორიულ–საკომპოზიციო).

1960 წლიდან ასწავლიდა მუსიკის ისტორიას თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში; 1961–1965წწ. ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" მუსიკალური განყოფილების გამგე; 1984 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის უფროსი მეცნიერ მუშაკი. დაწერილი აქვს წიგნები, ბროშურები, ნაშრომები კრებულებად, სტატიები და რეცენზიები პერიოდულ გამოცემებში. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ვაჟა–ფშაველას ეპოსის გავლენა ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებაზე", დაიცვა 1982 წელს.  

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ.186; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.58

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1965-1991)
  • საბჭოთა კავშირის ჟურნალისტთა კავშირი (1963-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების მედალი
    ქართული სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: