The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ვახტანგაძე

თამარ ვახტანგაძე
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს.

1979–1980წწ. გაიარა ინტერნატურა შინაგან სნეულებათა სპეციალობით რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე; 1980–1983წწ. იყო რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ექიმი–კარდიოლოგი; 1983–1985წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა კარდიოლოგიის სპეციალობით თერაპიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე; 1985–1995წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კარდიომიოპათიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1995-2002წწ. თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გიდ და კარდიომიოპათიების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2002 წლიდან კლინიკური მედიცინის ინსტიტუტის კარდიოლოგი; 2005-2007წწ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტებული უსგ მოკლევადიანი პროგრამის "რადიონუკლიდური კვლევები კარდიოლოგიაში" კოორდინატორი; 2007-2008წწ. უმაღლესი სკოლა "აიეტი"-ს მოწვეული პედაგოგი; 2007-2009წწ. ევროპული საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი (ყოფილი "GBT" - საერთაშორისო სამედიცინო კოლეჯი) შინაგანი სნეულებების პედაგოგი; 2011 წლიდან სამედიცინო ცენტრ "ჯეოსვისი" კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი; 2015 წლიდან წმ. იოაკიმესა და ანას სამედიცინო ცენტრი, კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი ამბულატორიულ დეპარტამენტში; 2015 წლიდან პ. შოთაძის სამედიცინო აკადემიის ასოცირებული პროფესორი (საგანი შინაგანი მედიცინა, ინგლისურენოვანი სექტორი); 2016 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი (საგანი შინაგანი მედიცინა); ავტორია 60-მდე სამეცნიერო ნაშრომის. კარდიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრი (ფელოუ).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პოსტინფარქტული სტენოკარდია", დაიცვა 1995 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.104

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ათეროსკლეროზის საერთაშორისო საზოგადოება, წევრი
  • გერონტოლოგთა საზოგადოება
  • ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ბირთვული კარდიოლოგიის სამუშო ჯგუფი (2004-)
  • ინტერნისტთა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი
  • ჟურნალი "ქალთა ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები", რედკოლეგიის წევრი (2012-)
  • საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი (2015-)
  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის გამგეობა, წევრი (2013-)
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ბირთვული კარდიოლოგიის სამუშო ჯგუფი, ხელმძღვანელი (2003-)
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ქალთა კარდიოვასკულური ავადობის შემსწავლელი სამუშაო გგუფი, ხელმძღვანელი (2016-)
  • საქართველოს ლაზერული მედიცინის საზოგადოება, აღმასრულებელი დირექტორი (2001-2002)
  • შინაგან სნეულებათა დარგში სადისერტაციო საბჭო, სწავლული მდივანი (1995-2000)

გააზიარე: