შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ანჩაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გაგრა. დაამთავრა მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1941 წელს. 1946 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. 1956 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. გულიას სახელობის აფხაზური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილებას. 1958 წლიდან იყო ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კავკასიის ხალხთა ისტორიის განყოფილების გამგე. 1973 წლიდან სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. 1979 წლიდან მ. გორკის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი. იგი იკვლევდა საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიის ძველ, შუა საუკუნეების და ახალი ისტორიის საკითხებს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი(1960), პროფესორი(1963). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.171 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |