The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ანჩაბაძე

ზურაბ ანჩაბაძე
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1920
გარდაცვ. თარიღი:28 იანვარი, 1984  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოხუმის უნივერსიტეტის ეზო, ქ. სოხუმი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გაგრა.

დაამთავრა მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1941 წელს.

1946 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. 1956 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. გულიას სახელობის აფხაზური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილებას. 1958 წლიდან იყო ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კავკასიის ხალხთა ისტორიის განყოფილების გამგე. 1973 წლიდან სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის  რექტორი. 1979 წლიდან მ. გორკის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორი. იგი იკვლევდა საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიის ძველ, შუა საუკუნეების და ახალი ისტორიის საკითხებს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი(1960), პროფესორი(1963). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.171

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ IX მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1979-)
  • საქართველოს სსრ X მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    История Абхазии : Учебное пособие / З.В. Анчабадзе, Г.А. Дзидзария, А.Э. Куправа . - Сухуми : Алашара, 1986. - 262с.
  • 1973 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1961 - აფხაზეთის ასსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: