შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ანჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აბედათი, მარტვილის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი. 1945–1949 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მემინდვრეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1953–1959 წლებში ქუთაისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ნიადაგთმცოდნეობის კათედრის გამგე. 1959 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო–პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში. შეისწავლა საქართველოს ყავისფერი და დამლაშებული ნიადაგები. აგროქიმიური თვალსაზრისით გამოიკვლია საქართველოს უმთავრესი ნიადაგური ტიპები. პირველად დაამუშავა საქართველოს ნიადაგის აგროქიმიური კარტოგრამები. შეადგინა საქართველოს ნიადაგის ატლასი და ნიადაგთწარმომქმნელი ქანების რუკა. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1967). პროფესორი (1968). ნიადაგთმცოდნე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.174 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |