The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ანჯაფარიძე

დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1915
გარდაცვ. თარიღი:15 იანვარი, 1990  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აბედათი, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი.

1945–1949 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მემინდვრეობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1953–1959 წლებში ქუთაისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ნიადაგთმცოდნეობის კათედრის გამგე. 1959 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო–პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტში. შეისწავლა საქართველოს ყავისფერი და დამლაშებული ნიადაგები. აგროქიმიური თვალსაზრისით გამოიკვლია საქართველოს უმთავრესი ნიადაგური ტიპები. პირველად დაამუშავა საქართველოს ნიადაგის აგროქიმიური კარტოგრამები. შეადგინა საქართველოს ნიადაგის ატლასი და ნიადაგთწარმომქმნელი ქანების რუკა. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1967). პროფესორი (1968). ნიადაგთმცოდნე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.174

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: