The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ყანჩელი

დაბადების თარიღი:17 მაისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:19 ოქტომბერი, 1984  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1946 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო).

1938 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1938–1939წწ. ასწავლიდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში მუსიკის–თეორიის საგნებს; 1941–1942წწ. იყო სამამულო ომის მონაწილე; 1945–1948წწ. იყო მეხუთე სამუსიკო სკოლის დირექტორი, 1948–1950წწ. თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი, 1950 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ასწავლიდა მუსისკის თეორიის საგნებს(ფორმის ანალიზის სპეციალური კურსი), 1967 წლიდან იყო დოცენტი, 1977 წლიდან პროფესორი, 1984 წლიდან მუსიკის თეორიის კათედრის პროფესორი; დაწერილი აქვს: ნაშრომები კრებულებად, წიგნები; ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მსხვილი ერთნაწილიანი ფორმა", დაიცვა 1965 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "თემატური განვითარება, ფორმა და ციკლის კომპოზიცია დმ. შოსტაკოვიჩისა და ს. ცინცაძის სიმებიან კვარტეტებში", დაიცვა 1982 წელს.

 წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 199

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1972-1984)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: